Tuesday, November 22, 2011

     1. პროექტის სახელწოდება:  რატომ ვსწავლობთ უცხო ენებს?
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით: ჩვენება იმისა, თუ რა როლი აქვს უცხო ენას ადამიანის ცხოვრებაში.
3.  პროექტის აქტუალობა: საუკუნეების წინ დაიწყო ადამიანმა უცხო ენის შესწავლა. 2500 წლის წინ ძველ ეგვიპტეში სწავლობდნენ ბერძნულ ენას. მე–12 საუკუნეში ფრანგულ ენას სწავლობდნენ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. მე–16 საუკუნეში დაიწყეს ევროპის ბევრ ქვეყანაში და რუსეთში გერმანულის,როგორც უცხო ენის , შესწავლა. დღევანდელი ცხოვრება უცხო ენის გარეშე წარმოუდგენელია.უცხო ენას სწავლობენ იმიტომ,რომ ის არის კომუნიკაციის საშუალება. შეუძლებელია კულტურის, ინდუსტრიის, ვაჭრობის განვითარება უცხო ენის ცოდნის გარეშე. უცხო ენის შესწავლა გვეხმარება იმაში,რომ ადამიანმა კარგად შეისწავლოს უცხო ქვეყანა და მისი კულტურა, ახალგაზრდებს ეხმარება წარმატების მიღწევაში.
4.  პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობის უნარის განვითარებას; მოიძიებენ ინფორმაციებს; გამოიყენებენ ლექსიკურ ერთეულებს და გრამატიკულ ცოდნას.გაუჩნდებათ უცხო ენის შესწავლის სურვილი.

5.  მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
6.  ვადები\ ხანგრძლივობა:6 თვე
7.  მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა უცხო ენის,კერძოდ გერმანულის, მეშვეობით შეძლონ კომუნიკაციების დამყარება ამ ერის წარმომადგენლებთან. ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ თანატოლ გერმანელებს და ისაუბრონ მათი ქვეყნის, ცხოვრების, კულტურის შესახებ; მოიწვიონ საქართველოში, ესაუბრონ საკუთარი ქვეყნის შესახებ;გაცვალონ მოსაზრებები.
8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სხვადასხვა სახელმძღვანელოები, კომპიუტერი,ინტერნეტი.
9.  პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ლიტერატურაში მასალის მოძიება, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, ბლოგში ნამუშევრების მოთავსება.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გერმანულ ენაში გაიღრმავებენ გრამატიკულ ცოდნას და ლექსიკურ მარაგს; გაიუმჯობესებენ ცოდნას ქართულ ენასა და ისტორიაში; გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს სხვასთან თანამშრომლობისთვის.
11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ეკა ჩიბუხაშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:ekachibukhashvili@gmail.com